ყველაზე ლამაზი ლამაზად თქმული
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.
გარეთ კი წვიმის აბრები
აშიშიშინებენ სიცივეს
და მე არ მინდა რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიქყებ.
გათავდა ,აღარ ჩამოგეხსნები,
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე,სულში,
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც,
შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.
ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო,
უნავსაყუდელო სანაპიროვ!
სულში ჩაღვრილინ ხვაშიადის
ზღვაო, ოკეანევ უნაპირო!
ჩემო ნაადრეო ყვავილობავ,
ჩემო კვირტგაშლილო გაზაფხულო,
ჩემო ტკივილო და მონატრებავ,
ჩემო ტკივილების მოძახილი,
ჩემო ნაადრევო შემოდგომავ,
ჩემო დატოვლილო გაზაფხულო
ჩემო კივილამდე მონატრებავ,
ჩემი სიყვარულის სიყვარულო!
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.
გარეთ კი წვიმის აბრები
აშიშიშინებენ სიცივეს
და მე არ მინდა რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიქყებ.
გათავდა ,აღარ ჩამოგეხსნები,
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე,სულში,
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც,
შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.
ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო,
უნავსაყუდელო სანაპიროვ!
სულში ჩაღვრილინ ხვაშიადის
ზღვაო, ოკეანევ უნაპირო!
ჩემო ნაადრეო ყვავილობავ,
ჩემო კვირტგაშლილო გაზაფხულო,
ჩემო ტკივილო და მონატრებავ,
ჩემო ტკივილების მოძახილი,
ჩემო ნაადრევო შემოდგომავ,
ჩემო დატოვლილო გაზაფხულო
ჩემო კივილამდე მონატრებავ,
ჩემი სიყვარულის სიყვარულო!
No comments:
Post a Comment