გაკვეთილის გეგმები



საგანი:  ქართული
კლასი:      მე-4
მოსწავლეთა  რაოდენობა     34
გაკვეთილის თემა :  გამოსაკითხი მასალა   რ. ინანიშვილის ,, შემოდგომის ტყე’
                                    ასახსნელი  მასალა  ვაჟა-ფშაველას  ,,  შვლის  ნუკრის  ნაამბობი’’
გაკვეთილისმნიშვნელობა /აქტუალობა
ინდივიდუალური მუშაობის პროცესში მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტექსტში წვდომის უნარი ;შეძლებენ პერსონაჟთა ხასიათის გამოკვეთას და ინერპრეტაციას; ესთეტიკური გემოვნების დახვეწასა და სიტუაცის წაროსახვის უნარის განვითარებას; .მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მრავალმხრივი ინტერპრეტაციის უნარი; შეძლებენ ორიგინალურად წარმოაჩინონ  პრობლემა და გამოავლინონ თავიანთი შემოქმებითი პოტენცია.

მიზანი    
·          მოსწავლე წაიკითხავს მხატვრული ტექსტს  და აანალიზებს ;
·         გამოხატავს  საკუთარ  დამოკიდებულებას  წაკითხულის მიმართ;
·         საგანთშორისი კავშირის წარმოჩენა; (ხელოვნება- მხატვრობა, მუსიკა)
·         კრიტიკული , შემოქმედებითი  აზროვნების  ჩამოყალიბება
·         არსებითი სახელის ბრუნება.

 აქტივობები
·         მოსწავლეები  პასუხობენ კითხვებს რომელიც ტექსტის ანალიზისა და გაგებისთვისაა  მიმართული;
·         გამოხატავენ საკუთარ  დამოკიდებულებას წაკითხულთან მიმართებაში;
·         ავლებენ პარალელს სხვა  სასწავლო  დისციპლინასთან;
·         მსჯელობენ,  აღწერენ საკუთარ შთაბეჭდილებებს , ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს,
·         მუშაობენ გრამატიკულ მასალაზე
რესურსები:    სახელმძღვანელო.რ. ინანიშვილის ,, შემოდგომის ტყე’’ და ვაჟა- ფშაველას ,, შვლის ნუკრის ნაამბობი’’;   მასწავლებლის წიგნი,   კომპიუტერი,  CD  დისკი ანტონიო    ვივალდის ,,წელიწადის 4 დრო’’ ფოტო-ვიდეო მასალა  შემოდგომის პეიზაჟები.
მოსალოდნელი შედეგი:  ქართული ენა და ლიტერატურა
·         IV.2   ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ  ადგილებს  ( შემოდგომის  სურთის  აღწერა, საკუთარი  შთაბეჭდილებების  გადმოცემა , გმირის  საქციელის შაფასება)
·         IV.3   ხმამაღლა  კითხულობს კლასის  წინაშე  სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს და ინტონაციით  გამოხატავს  ტექსტში ასახულ  ემოციებს, იყენებს ინტონაციას.
·         IV.5   აკავშირებს ერთმანეთთან  ექსპლიცისტურად მოცემულ  ფაქტებს,  მოვლენებს, მოქმედებებს,  განსაზღვრავს  ტექსტის ერთ  მონაკვეთში ან  მის  სხვადასხვა  ნაწილში ასახულ  ფაქტებს  შორის არსებულ  მიზეზშედეგობრივ  კავშირებს.
·         IV.6     საკუთარი   სიტყვებით გადმოსცემს ცალკეული  მონაკვეთის  შინაარს. განსაზღვრავს ცალკეული  პერსონაჯის ხედვის  კუთხეს,  გადმოსცემს საკუთარ  შთაბეჭდილებას პერსონაჟის  ენით,

·         IV.12  ავლენს სახელის ფორმაცვალების წესების  ცოდნას, სწორად არჩევს სახელის ბრუნვის ფორმებს ზმნის  სინტაქსური კონსტრუქციების  მიხედვით.

ხელოვნება     IV.8  საუბრობს,თუ  რისი  გადმოცემა  სურს ავტორს ნამუშევრებში (       ემოცია, აზრი, შთაბეჭდილება)

                        IV.11    ადარებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშებს  გამომსახველობითი ხერხების მიხედვით.

მსვლელობა:
აქტივობა 1     კლასის საორგანიზაციო საკითხის ორგანიზება
აქტივობა  2   -   ანტონიო   ვივალდის   ,,წელიწადის  ოთხი  დრო’’  (მოსმენა  -ჩვენება )   საგანთშორისი კავშირის  წარმოჩენა  ხელოვნებასთან , ბუნებასთან) როგორ გადმოსცა კომპოიზიტორმა თავისი განწყობა, რის საშუალებით მოახერხა ეს? მხატვარი როგორ გადმოსცემდა იგივე განწყობას, რისი საშუალებით,
 აქტივობა   3   -  წარმოიდგინეთ  თქვენ მოგზაურობთ ტყეში ,  შემოდგომაა , დახუჭეთ  თვალები ,  ერთი წუთის  შემდეგ მითხარით    ა) რა დაინახეთ  იქ ?    ბ) რა იგრძენით?  გ)აღწერეთ ის ტყე , რომელშიც ომოგზაურეთ
აქტივობა  4   მუშაობა წარიმართება ტექსტზე
1 როგორ არის აღწერილი  ტექსტში  ტყე შემოდგომით?  (მოიყვანეთ  მაგალითები)
2  რამ მოხიბლა მწერალი  ტყეში?  ყველაზე მეტად რით არის მოხიბლული იგი? ( დაასაბუთეთ ტექსტიდან)
3. რა განწყობა დაეუფლა მას ამ სანახაობის შემდეგ?
გადმოეცით ტექსტის იმ ნაწილის შინაარსი, სადაც აღწერილია მშვენიერი სანახაობა
4..მოძებნეთ ტექსტში ადგილიც ,სადაც ჩანს , რომ მწერალი მადლობას უძღვნის ბუნებას.
5. როგორ შეიცვალა მისი განწყობა დღის  განმავლობაში?. რა  იყო  ამის  მიზეზი?
6 რომელი სიტყვებით არის  გადმოცემული მწერლის სევდიანი  განწყობილება?
7. რას ნიშნავს თალხი  და როგორ ახსნით ამ ფრაზას?
8 რისი თქმა სურს მწერალს ჩვენთვის
აქტივობა  5  გრამატიკულ მასალაზე   მუშაობა
  რამდენ სიტყვიანია ნაწარმოების  სათაური ?(ორი)  მეტყველების  რა  ნაწილია ,, დღე’’? (არს სახელი)  რა არის  არსებითი  სახელი?   საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი  სახელი  ეწოდება)  რომელ  ბრუნვაშია იგი ?-(სახელობითი)  რა  არის  ბრუნვა? ( სახელის  ცვლას  დაბოლოების  მიხედვით ბრუნვა  ეწოდება)  რომელ ბრუნვაშია პირველი  სიტყვა (შემოდგომის) ?- (ნათესაობითში)  მოძებნეთ ტექსტის პირველ  აბზაცში არსებითი  სახელები  ა) ნათესაობითის,    ბ) მიცემითის ბრუნვის  ფორმით

აქტივობა  6        მოგზაურობა  ტყეში
მუსიკის ფონი. (1 წუთი) და წარმოიდგინეთ ხართ  ტყეში და ხედავთ  ჩასაფრებულ მონადირეს.    ა) რა დაინახეთ?  -  მოსწავლეები  თავიანთ  წარმოსახვაში აღწერენ  ტყეში  ნადირობის  სცენას . ბ) გადმოეცით ნანახით გამოწვეული შთაბეჭდილება- მოსწავლეები საუბრობენ საკუთარ შთაბეჭდილებებზე.   გ)   რას ეტყოდით  მონადირეს რომ  შეგეძლოთ  ცხოველის  ენაზე  ამეტყველება ?   
აქტივობა  7  ტექსტის წაკითხვა მასწავლებლის  მიერ . თემის  შეჯამება
ტექსტის  ანალიზი -რისი  თავგადასავალია ტექსტში აღწერილი?  მაშინ როცა ყველაფერი მხიარულობს, ბუნება ლაღობს,  რატომაა მოწყენილი  შვლის  ნუკრი?   რა არის  შვლის ნუკრის სადარდებელი?  რატომ  საყვედურობს  ადამიანს?  რისი  თქმა  სურს მწერალს? როგორია თქვენი  დამოკიდებულება წაკითხული   ტექსტისადმი?  რას  ეტყოდით იმ  ადამიანებს , რომელთაც ნადირობა  უყვართ?  
აქტივობა 8  საშინაო დავალების მიცემა
გადმოეცით წერილობით   შვლის ნუკრის  ჩივილი.
შეფასების  სქემა
შეფასების  კომპონენტები
კარგად
ნაწილობრივ
არადამაკმაყოფილებლად
ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ  ადგილებს  ( შემოდგომის  სურთის  აღწერა, საკუთარი  შთაბეჭდილებების  გადმოცემა , გმირის  საქციელის შაფასება)



  ხმამაღლა  კითხულობს კლასის  წინაშე  სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს და ინტონაციით  გამოხატავს  ტექსტში ასახულ  ემოციებს, იყენებს ინტონაციას.



აკავშირებს ერთმანეთთან  ექსპლიცისტურად მოცემულ  ფაქტებს,  მოვლენებს, მოქმედებებს,  განსაზღვრავს  ტექსტის ერთ  მონაკვეთში ან  მის  სხვადასხვა  ნაწილში ასახულ  ფაქტებს  შორის არსებულ  მიზეზშედეგობრივ  კავშირებს.



აკავშირებს ერთმანეთთან  ექსპლიცისტურად მოცემულ  ფაქტებს,  მოვლენებს, მოქმედებებს,  განსაზღვრავს  ტექსტის ერთ  მონაკვეთში ან  მის  სხვადასხვა  ნაწილში ასახულ  ფაქტებს  შორის არსებულ  მიზეზშედეგობრივ  კავშირებს.




საკუთარი   სიტყვებით გადმოსცემს ცალკეული  მონაკვეთის  შინაარს. განსაზღვრავს ცალკეული  პერსონაჯის ხედვის  კუთხეს,  გადმოსცემს საკუთარ  შთაბეჭდილებას პერსონაჟის  ენით,



ავლენს სახელის ფორმაცვალების წესების  ცოდნას, სწორად არჩევს სახელის ბრუნვის ფორმებს ზმნის  სინტაქსური კონსტრუქციების  მიხედვით.




გაკვეთილის ფასდა ბოლოს შეფასდა  რამდენიმე  მოსწავლე შეფასების  სქემის  მიხედვით







No comments:

Post a Comment